საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ

ძვირფასო სტუდენტებო,
   გაცნობებთ, რომ პროგრამების ხელმძღვანელებს ფაკულტეტის ადმინისტრაციამ სთხოვა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ მათ პროგრამებზე საბაკალავრო თუ სამაგისტრო ნაშრომზე რეგისტრირებული თითოეული სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის გვარ-სახელი, აკადემიური პოზიცია, თემის სავარაუდო სათაური.
გთხოვთ, თუ მიმდინარე სემესტრში დარეგისტრირებული ხართ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებზე (უკვე არჩეული გაქვთ თემა და გყავს სამეცნიერო ხელმძღვანელი  ან ჯერ არ აგირჩევიათ არც თემა და არც სამეცნიერო ხელმძღვანელი)  დროულად მიმართოთ თქვენი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს კოორდინაციისთვის, რათა თქვენი მონაცემები   დროულად მოხვდეს დეკანატში წარმოსადგენ სიებში. 
გისურვებთ წარმატებულ სემესტრს და ხარისხიანი საბაკალავრო თუ სამაგისტრო ნაშრომების მომზადებასა და დაცვას!

თარიღი: 07/04/2020